Fast Ring-ზე გამოვიდა ახალი ანაწყობი, ნომრით 17115

Microsoft-მა Fast Ring-ით გუშინ კიდევ ერთი ახალი საცდელი ანაწყობი გამოუშვა. 17115 არის Redstone 4-ის ერთ-ერთი დასკვნითი ანაწყობი, რომელშიც ახალ ფუნქციებსა და შესაძლებლობებს აღარ უნდა ველოდოთ. აღნიშნული ვერსია გამორჩეულია იმითაც, რომ მას აღარ აქვს ცნობილი პრობლემების ჩამონათვალი. დონა სარკარის განცხადებით 17115-ში დეველოპერებმა ვერანაირი კრიტიკული შეცდომა ვეღარ აღმოაჩინეს, რაც ინსაიდერებს უნდა ცოდნოდათ. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მაინც მიაგნებთ გარვკეულ პრობლემებს, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ Windows-ის დეველოპერებს ამის შესახებ გამოხმაურების ცენტრის (Feedback Hub) საშუალებით.

რა არის ახალი 17115-ში

პირველადი გამართვის გვერდზე შეცვლილია პრივატულობის პარამეტრების ინტერფეისი. ახალი იერსახით მომხმარებელს სისტემის პრივატულობის საკითხებში უფრო გააზრებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ექნება.

Find my device

Ink Privace

ზოგადი შესწორებები და გაუმჯობესება

  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც OneDrive-ის საქაღალდიდან ისეთი ფაილის გახსნა, რომელიც მხოლოდ Online-შია ხელმისაწვდომი იწვევდა სისტემის ავარიულ გადატვირთვას.
  • გამოსწორებულია უსასრულო გადატვირთვის პრობლემა.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც Microsoft Store-დან დაყენებული აპლიკაციები განახლების შემდეგ ქრებოდა.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც Windows Mixed Reality ჩაფხუტებში კადრების სიხშირე 8-10 FPS-მდე ეცემოდა.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც Edge-ში Twitter-ის შეტყობინებები არაკორექტულად ჩანდა.
  • გამოსწორებულია Timeline-ის ზოლის მუშაობა სენსორულ ეკრანებზე.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც აპლიკაიცის წარუმატებელი განახლების შემდეგ შესაბამისი აპლიკაციის ფილა ქრებოდა Start მენიუდან.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც UWP-აპლიკაციების რამდენჯერმე გაშვება, ჩაკეცვა ან დახურვის შემდეგ მათი გამოყენება შეუძლებელი ხდებოდა.

ცნობილი ხარვეზები

  • აქ ამჯერად სიცარიელეა.

კატეგორიები

7/3/2018