Xbox One X Project Scorpio Edition ყველა მსხვილ მაღაზიაში სრულად ამოიყიდა

როგორც ვიცით, Gamescom 2017-ის ფარგლებში Microsoft-ის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე, კომპანიამ საკუთარი ახალი კონსოლის სპეციალურ რედაქციაზე— Xbox One X Project Scorpio Edition-ზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო. კონსოლის აღნიშნული მოდიფიკაცია იმ ფანების საპატივსაცემოდ შეიქმნა, ვინც კონსოლის განვითარების ქრონოლოგიას თვალს E3 2016-ზე გაკეთებული პირველი ანონსიდან ადევნებს. ზუსტად მაშინ გაჟღერდა პირველად კოდური სახელი Project Scorpio.

ლოგიკურია, რომ Project Scorpio Edition წარმოადგენს სპეციალურ, შეზღუდულ სერიას, რომელიც ყოველთვის არ იქნებოდა ხელმისაწვდომი, თუმცა ამოყიდვის სისწრაფით თვით Microsoft-იც კი გაკვირვებული დარჩა. ზოგ შემთხვევაში წინასწარი შეკვეთის გაფორმება პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო შესაძლებელი. აღნიშნული შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში გაგრძელდა მომდევნო დღემდე. საბოლოოდ, 22 აგვისტოს ყველა მსხვილმა საცალო მაღაზიამ კონსოლების საკუთარი მარაგი სრულად ამოყიდეს. მოვლენები ასეთი სახით მთელი მსოფლიოს მასშტაბით განვითარდა.

სავსებით მოსალოდნელია, რომ Project Scorpio Edition-ის შეძენა კიდევ გახდება შესაძლებელი, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე საკუთარ შეკვეთას გააუქმებს. ამ შემთხვევაშიც ალბათ შეძენის მსურველმა ონლაინ მარკეტები 24/7 რეჟიმში უნდა აკონტროლოს.

შეგახსენებთ, რომ Project Scorpio Edition-ი სტანდარტული Xbox One X-ისგან მხოლოდ ვიზუალურად განსხვავდება. კონსოლსა და კონტროლერზე დატანილია საფირმო მწვანე ფერის წარწერა „Project Scorpio”. ასევე გამოყენებულია გლუვი მუქი ნაცრისფერი გარდამავალი ფერის ტექსტურა, ხოლო კომპლექტში მას ვერტიკალური სადგამი მოყვება.

აპირებთ თუ არა Xbox One X-ის შეძენას?

ასევე გაეცანით: Xbox One X: ხშირად დასმული შეკითხვები

კატეგორიები

თეგები

24/8/2017