პაბლო ესკობარის ძმამ $350-იანი საკეცი სმარტფონი გამოუშვა

კოლუმბიელი ნარკობარონის ნათესავი, რობერტო ესკობარი Android-ზე მომუშავე საკეც სმარტფონს, Escobar Fold 1-ს უშვებს.

ცნობილი კრიმინალის და ნარკორეალიზატორის ნათესავი ამტკიცებს, რომ Samsung Galaxy Fold-ისგან განსხვავებით Escobar Fold 1 „არ ტყდება“.

სმარტფონის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ Fold 1 მსოფლიოს მასშტაბით „ნებისმიერ ქსელთან“ არის თავსებადი. იგი ორი SIM ბარათის მხარდაჭერით გაიყიდება. ახალი სმარტფონის ეკრანი Mate X-ის მსგავსად გარედან იკეცება.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, დაკეცილ მდგომარეობაში მისი AMOLED FHD Plus ეკრანი 7,8 დიუმს შეადგენს. Escobar Fold 1 ოპერაციულ სისტემად Android 9.0 (Pie)-ს, ხოლო პროცესორად Qualcomm Snapdragon 8 Series გამოიყენებს. ესკობარფონი 16 და 20 მპ-იანი კამერებით აღიჭურვება.

„Fold 1 ერთმნიშვნელოვნად რევოლუციური მოწყობილობაა მსოფლიო ბაზარზე. ბატონმა ესკობარმა ყველა საცალო და საბითუმო გადამყიდველს გვერდი აუარა და ფინანსური სარგებელი მომხმარებლების მხარეს დატოვა“ — აცხადებს Escobar Inc.-ის დირექტორი, ულოფ გუსტაფსონი.

დირექტორის თქმით Escobar Fold 1 ტექნიკური მახასიათებლებით „ბევრად სჯობს“ Apple-ის და Samsung-ის სმარტფონებს, რადგან ისინი ძველ ტექნოლოგიებს იყენებენ, რასაც უსაფუძვლოდ „ახალს“ უწოდებენ. ესკობარის კომპანიის განცხადებით დღეს 20 მპ-იანი კამერის ღირებულება $ 10-ზე ნაკლებია.

„ეს ის ინდუსტრიაა, რომელშიც უხვად იყო ინოვაციები, ახლა კი ტექნოლოგიური სამყარო სავსეა კომპანიებით, რომლებიც ამაზე მხოლოდ ფულს აკეთებენ. ზუსტად ამიტომაა Apple ყველაზე მდიდარი კომპანია, როდესაც კომპიუტერის სადგამს კომპანია სმარტფონზე უფრო ძვირად ყიდის. ეს აბსურდია და ბატონი ესკობარი ამას შეცვლის“— ულოფ გუსტაფსონი.

Leave your vote

3 points
Upvote Downvote

კომენტარები

0

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.