Home Windows Windows 10 Spring Creators Update-ი ხელოვნური ინტელექტისა და Windows ML-ის მხარდაჭერას მიიღებს

Windows 10 Spring Creators Update-ი ხელოვნური ინტელექტისა და Windows ML-ის მხარდაჭერას მიიღებს

25
0

Windows 10 Spring Creators Update (Redstone 4)-ის მოახლოებულ გამოსვლასთან ერთად კორპორაცია Microsoft-ი დეველოპერებისთვის ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების (Windows ML) საკუთარ პლატფორმას წარმოადგენს. ახალი პლატფორმა როგორც UWP ისე Win32 აპლიკაციებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

პლატფორმის API-ს საშუალებით დეველოპერები საკუთარ აპლიკაციებში მარტივად შეძლებენ ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ინტეგრაციას. ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გარდა ხელოვნური ინტელექტი ლოკალურ კომპიუტერზეც იქნება ხელმისაწვდომი, რაც დროისა და ტრაფიკის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს.

Windows ML ხელმისაწვდომი იქნება როგორც კომპიუტერებსა და სერვერებზე, ისე HoloLens-ზე და Xbox-ზე. თანამედროვე გონიერი პლატფორმა დეველოპერებს ძალიან დიდ შესაძლებლობებს მისცემს. გარდა ამისა, კორპორაციის განცხადებით Visual Studio-ს მანქანური სწავლების ღია ფორმატის— Open Neural Network Exchange (ONNX)-ის სრულფასოვანი მხარდაჭერა დაემატება. Visual Studio Preview 15.7-დან დაწყებული დეველოპერები შესაბამისი ფაილების საკუთარ UWP პროექტებში ჩატვირთვას შეძლებენ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here