Home Windows ASUS-მა Andromeda OS-ზე პირველი მოწყობილობა წარმოადგინა

ASUS-მა Andromeda OS-ზე პირველი მოწყობილობა წარმოადგინა

31
0

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ Andromeda OS-ზე მომუშავე პირველი მოწყობილობა უკვე არსებობს და ის ASUS-მა წარმოადგინა. მოწყობილობა, კოდური სახელწოდებით Project Precog ტაივანში, Computex 2018-ის ფარგლებში წარმოადგინეს. მოწყობილობა სრულად იმეორებს Surface Phone-ის 2-ეკრანიანი ფორმას, თუმცა იგი შედარებით დიდი მონიტორებით გამოირჩევა.

ASUS-მა გაბედა და Microsoft-ზე ადრე წარმოადგინა მსგავსი მოწყობილობა, თუმცა გაყიდვების დაწყებას შორეულ 2019-ში უნდა ველოდოთ.

გაჯეტს ორი შესანიშნავი სენსორული ეკრანი გააჩნია, რომლებიც ინტერფეისს გამოყენების ფორმის მიხედვით ცვლიან. ეს შესაძლოა იყოს ლეპტოპი, პლანშეტი, დამატებითი ფუნქციონალური ეკრანი და სხვა.

Andromeda OS (Windows 10 ARM)-ზე მომუშავე მოწყობილობები აღჭურვილი იქნება Snapdragon 850-ით, რომელიც Snapdragon 835-თან შედარებით გამოირჩევა გაზრდილი წარმადობით, LTE სიჩქარითა და ავტონომიური მუშაობის დროით. რაც შეეხება Microsoft-ს, კომპანია დაახლოებით მსგავს, თუმცა შედარებით მცირე ზომის მქონე მოწყობილობას წარმოადგენს. არაა გამორიცხული, რომ Surface ხაზში 2 ეკრანიანი დიდი ლეპტოპიც გამოჩნდეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here