Home Xbox Microsoft-ი თამაშების ახალ ტრანსლირების სერვისს და განახლებულ Xbox-ს ამზადებს

Microsoft-ი თამაშების ახალ ტრანსლირების სერვისს და განახლებულ Xbox-ს ამზადებს

30
0

რამდენიმე თვის წინ Microsoft-მა თამაშების საკუთარი ტრანსლირების სერვისზე მცირე მინიშნება გააკეთა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები კონსოლის თამაშებს ნებისმიერი სხვა მოწყობილობიდან ითამაშებენ. გუშინ, E3-ის ფარგლებში ფილ სპენსერმა ზემოთაღნიშნული ჭორების სინამდვილე ოფიციალურად დაადასტურა.

“ჩვენი ინჟინრები ამზადებენ ტრანსლირების სერვისს, რომელიც კონსოლის თამაშების ნებისმიერ მოწყობილობაზე გაშვების შესაძლებლობას მოგვცემს„

ახალი ტრანსლირების სერვისი Xbox-ზე, Windows კომპიუტერებსა და iOS/Android სმარტფონებზე იმუშავებს. სპენსერს არ დაუსახელებია აღნიშნული სერვისის გამოსვლის თარიღი, თუმცა დაახლოებით 1 წლის წინ ის აცხადებდა, რომ მსგავსი პროდუქტის შესაქმნელად კომპანიას რამდენიმე წელი დასჭირდებოდა. აღსანიშნავია, რომ იგივე სერვისის შექმნა სხვა კომპანიებმაც სცადეს, თუმცა ყოველი მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. Sony-მ ამისთვის შეიძინა OnLive და პროექტი მალევე დახურა. Nvidia კი ატარებს ექსპერიმენტს GeForce Now-ის სახით, თუმცა ამჟამად ბაზარზე არსებული ყველა ანალოგი ქსელის სერიოზული დაყოვნების პრობლემის წინაშე დგას.  Microsoft-ს ტრანსლირების სერვისისთვის დიდი რესურსი გააჩნია, რაც არ გამორიცხავს ნამდვილად ხარისხიანი პროდუქტის შექმნის ალბათობას.

Microsoft-ის სათამაშო ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა სხვა ანონსებთან ერთად აღნიშნა, რომ კომპანია ახალი თაობის Xbox-ზეც მუშაობს, ხოლო Microsoft-ის კვლევითი ქვედანაყოფი ამზადებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემას, რომელიც თამაშებს უფრო რეალისტურს და მოცულობითს გახდის.

სამწუხაროდ ახალი Xbox-ისა და ტრანსლირების სერვისის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. Microsoft-ის კონფერენციის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here