Home Xbox Xbox One-მა YouTube აპლიკაციაში 4K-ს მხარდაჭერა დაამატა

Xbox One-მა YouTube აპლიკაციაში 4K-ს მხარდაჭერა დაამატა

21
0

რა გასაკვირიც არ უნდა იყოს Google-მა Microsoft-ის Xbox One S და Xbox One X-ის კონსოლებზე YouTube-ის აპლიკაციის განახლება გამოუშვა.

Xbox One S-ი პირველი Xbox One-ის ვერსიისგან 4K ვიდეოს მხარდაჭერით განსხვავდება (აქ თამაში არ იგულისხმება). YouTube-ის აპლიკაციის განახლება თითქმის 1 წელზე მეტია, რაც არ გამოსულა. თუმცა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ეს მაინც მოხდა და YouTube-ის ახალი ვერსიის გადმოწერა სათამაშო კონსოლზე უკვე შესაძლებელია Microsoft Store-დან. განახლების გადმოწერის შემდეგ Xbox One S და Xbox One X ვიდეოს 4K 60 FPS-ით გახსნას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ ორივე კონსოლს HDR-ის მხარდაჭერაც გააჩნია, თუმცა Google-ის დეველოპერებს ამ შესაძლებლობების დამატება როგორც ჩანს დაეზარათ. არაა გამორიცხული აღნიშნული ტექნოლოგიის მხარდაჭერა აპლიკაციამ უახლოეს მომავალში მიიღოს.

გავიმეორებთ, რომ 2013 წლის Xbox One-ის მოდელზე 4K-ს მხარდაჭერა აპლიკაციას არ ექნება.

გადმოიწერეთ YouTube-ის ოფიციალური აპლიკაცია Xbox One S/X-სთვის Microsoft Store-დან.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here