Home Insider News Windows Insider: გამოვიდა ახალი საცდელი ანაწყობები ნომრით 17623 (Skip Ahead), 17123(Fast Ring)...

Windows Insider: გამოვიდა ახალი საცდელი ანაწყობები ნომრით 17623 (Skip Ahead), 17123(Fast Ring) და 17120(Slow Ring)

20
0

თუ ამ შაბათ-კვირას საცდელი ანაწყობებისა და ტესტირებისგან დასვენებას აპირებდით, Microsoft-ში აშკარად განსხვავებული გეგმები აქვთ. კომპანიამ ერთდროულად სამი ახალი ანაწყობი— 17623 Skip Ahead-ით, 17123 Fast Ring-ითა და 17120 Slow Ring-ით გამოუშვა.

რა არის ახალი 17623-ში

ფაილების ახალი ფორმატი— High Efficiency Image File Format (HEIF). Windows 10-ში და ფოტოსურათების სტანდარტულ აპლიკაციაში ახალი, HEIF ფორმატის მხარდაჭერა გამოჩნდა. HEIF წარმოადგენს სურათებისთვის განკუთვნილ „კონტეინერს“, რომელიც აუმჯობესებს მათ ხარისხსა, კუმშვადობას და შესაძლებლობებს JPEG, GIF ან PNG-სთან შედარებით. ტრადიციული სურათების ფორმატისგან განსხვავებით HEIF-ს სურათების სერიის, კოლექციების, დამატებითი სურათების, ცოცხალი სურათების, ვიდეო-აუდიო მასალებისა და HDR-ის კოდირების მხარდაჭერაც აქვს.

იმისათვის, რომ თქვენც მიიღოთ HEIF-ის მხარდაჭერა საჭიროა Windows 10-ის აღნიშნული საცდელი ანაწყობისა და Photos აპლიკაციის 2018.18022.13740.0 ან უფრო ახალი ვერსიის ინსტალაცია.

გარე GPU-ს უსაფრთხო გათიშვა. აღნიშნულ ანაწყობში Thunderbolt-ით მიერთებული გარე ვიდეოდაფების უსაფრთო გათიშვის მხარდაჭერა გამოჩნდა. უსაფრთხო გამორთვისას თქვენ გეცოდინებათ, თუ რომელი აპლიკაციები იყენებენ გარე ვიდეოდაფას და ასეთი სახით თავიდან აიცილებთ მონაცემების შემთხვევით დაკარგვას.

ზოგადი შესწორებები და გაუმჯობესება 17623-ში

  • ამირიდან Mail აპლიკაციიაში ბმულებზე დაჭერისას გაიხსნება ბრაუზერი Edge მიუხედავად იმისა, თუ რომელ ბრაუზერს იყენებთ ნაგულისხმევად.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც აპლიკაციების მარკეტიდან გადმოწერილი აპლიკაციები ნაწილობრივ ან სრულად ქრებოდა სისტემიდან.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც Windows Mixed Reality-ს წარმადობა მკვეთრად ეცემოდა.
  • გამოსწორებულია სენსორული კლავიატურის ხარვეზი, რომელიც გარკვეული სცენარების დროს ავარიულად ითიშებოდა.
  • გაუმჯობესებულია Bluetooth მაუსის მუშაობა იმ შემთხვევებში, როცა სისტემაზე გაზრდილია დატვირთვა.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც EFI და Recovery დეფრაგმენტაციისა და ოპტიმიზაციის ინტერფეისში ჩამდა.
  • Cortana-ს კატეგორიამ პარამეტრებში ახალი სახელწოდება მიიღო— Cortana & Search.
  • გამოსწორებულია Timeline-ის მუშაობა.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც აპლიკაციის წარუმატებელი განახლების შემდეგ იგი ქრებოდა ამოცანების პანელიდან.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც Esc ღილაკზე დაჭერისას არ იხურებოდა Action Center-ი.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც მოწყობილობა თავისით გამოდიოდა ჰიბერნაციის რეჟიმიდან.

ცნობილი ხარვეზები 17623-ში

  • როგორც კი Settings-იდან სცდით Microsoft Store-ში გადასვლას (მაგ. ფონტების ან გაფორმების თემების გადმოსაწერად) ან Windows Defender-ის გახსნას, პარამეტრების ფანჯარა იხურება.
  • თუ ჩაშენებული OneDrive-და სცდით ისეთი ფაილის გახსნას, რომელიც მხოლოდ Online-შია ხელმისაწვდომი,  ამ დროს ოპერაციული სისტემა ავარიულად, სიკვდილის მწვანე ეკრანით დაასრულებს მუშაობას.
  • Emoji-პანელის გამოსაძახებელი ღილაკების კომბინაცია აღნიშნულ ანაწყობში არ მუშაობს.

რა არის ახალი ანაწყობში, ნომრით 17123

ახალი HEIF ფორმატის მხარდაჭერა.

Windows Mixed Reality. დიდი არაფერი, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შეცდომის გამოსწორებას.  აღნიშნულ პლატფორმას საცდელ ანაწყობზე შემდეგი ხარვეზები აქვს:

  • ჰობრიდულ ლეპტოპებზე ეცემა წარმადობა
  • სტანდარტული აპლიკახციები არ იტვირთება WMR-ის შიგნით, ხოლო ახალი ჰოლოგრამები ცარიელია. Windows MIxed Reality-ს გადატვირთვა ამ პრობლემას დროებით აგვარებს.
  • WMR-ში „სახლის“ ცვლილების დროს შესამჩნევია დაყოვნება.

გამოსწორებულია შემდეგი შეცდომები:

  • გამოსწორებულია ხმოვანი გაფორმება.
  • Microsoft Store-ის და Movies & TV აპლიკაციის ერთდროული ჩართვა აღარ იწვევს ორივე აპლიკაციის ავარიულად დახურვას.
  • 360-გრადუსიანი ვიდეოები ნორმალურად რენდერდება Microsoft Edge-ში.

ზოგადი შესწორებები და გაუმჯობესება 17123-ში

  • გამოსწორებულია Windows-ის აუდიო სერვისების გათიშვის პრობლემა მოწყობილობებზე, რომლებზეც აყენია Dolby Access და Dolby Atmos-ის ვადაგასული ლიცენზია.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც კომპიუტერი ავარიულად ასრულებდა მუშაობას შეცდომით SECURE_KERNEL_ERROR.
  • 17063-ში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ზოგი დრაივერი არაკორექტულად იტვირთება, რის გამოც კომპიუტერმა შესაძლოა გადატვირთვისთანავე ავარიულად დაასრულოს მუშაობა.

17123-ის ცნობილი შეცდომა

თუ თქვენ იყენებთ სმარტფონს, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერთან, მაშინ აღნიშნულ ანაწყობამდე განახლება გაწყვეტს ამ კავშირს. მოწყობილობის ხელმეორედ სმარტფონთან დაკავშირება პარამეტრებიდან არის შესაძლებელი.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here